საარჩევნო გადაადგილებები - კვირის პალიტრა

საარჩევნო გადაადგილებები

ხელისუფლებაში საარჩევნო გადაადგილებები განხორციელდა. ბათუმში მაჟორიტარად კენჭს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე იყრის. მინისტრად კი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე თორნიკე გორდაძე დაინიშნა. თანამდებობიდან გადადგა კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კენჭს სიღნაღში იყრის.