კალაძე პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

კალაძე პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. კალაძის განცხადებით, "სამართალდამცველებმა "პროგრესბანკის" მოლარე და კრედიტოფიცერი დააკავეს და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. პროკურატურის მაღალჩინოსნები დაჟინებით მოითხოვდნენ მათგან, ეთქვათ, თითქოს ერთ-ერთი საბანკო ოპერაცია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას შეკითხვები აქვს, სწორედ ჩემი დაკვეთით ხორციელდებოდა. აღნიშნული პირები თაღლითობის ბრალდებით არიან დაკავებულები, საქმე კი, ჩვეულებრივ სასესხო ოპერაციას შეეხება" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).