ვინ ვის "დაუჯდება" დებატებში - კვირის პალიტრა

ვინ ვის "დაუჯდება" დებატებში

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში გამოიწვია. ივანიშვილი სააკაშვილს შეჰპირდა, რომ უხერხულ კითხვებს არ დაუსვამს და მხოლოდ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრება. ივანიშვილი მზადაა, ხელისუფლების არანაკლებ 7 და არა უმეტეს 12 წარმომადგენელთან მიიღოს დებატებში მონაწილეობა. საპასუხოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი დებატებში იწვევს„"ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, დებატები არ შედგება, რადგან სააკაშვილი მასში მონაწილეობას არ აპირებს,„"ქართული ოცნების" ლიდერი კი აცხადებს: "თუ ვერ მოვა სააკაშვილი, რა ნომერიც უნდა დააწერონ შუბლზე ბაქრაძეს და ვანო მერაბიშვილს, მე მათთან დებატებში არ დავუჯდები. იმის მიუხედავად, რომ ნაცნობობა მაკავშირებს მერაბიშვილთან, საზოგადოება ამას არ მიიღებს, ჩვენ ერთნაირი წონის არ ვართ" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).