7-ის ნაცვლად - 41 - კვირის პალიტრა

7-ის ნაცვლად - 41

ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 7-ის მიღება სურდა. მათ ყველა საარჩევნო ატრიბუტიკაში შვიდიანი ფიგურირებდა, თუმცა ცესკომ სხდომაზე ბლოკს ნომრად 41 მიანიჭა. ცესკოს განმარტებით, 2010 წელს ბლოკებმა საკუთარი სურვილისამებრ ნომრების არჩევა კომისიის დადგენილების საფუძველზე შეძლეს, წელს კი ასეთი დადგენილება მიღებული არ იყო. "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა, თუმცა სასამართლო დავაზე უარი განაცხადა. კოალიციის წარმომადგენლების აზრით, წარმატებას 41-ითაც მიაღწევენ.