კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - კვირის პალიტრა

კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტ ტერი ბენჰემის შეფასებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო სია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა და აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში მისი გასაჩივრება შეუძლებელია. ბენჰემმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც ასახულია თბილისში, ჯავახიშვილის #13-19-ში, დადიანის #22-სა და ბარნოვის #84-ში მდებარე შენობების ნანგრევები და აღნიშნა, რომ ამ ადგილებზე, შესაბამისად 46, 42 და 8 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მისივე განმარტებით, "ბოლო პერიოდში შეინიშნება გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრება და კანონის შერჩევითი გამკაცრება. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის გადაჭარბებული ჯარიმა დაეკისრა პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონის ოდენობით. ეს ჯარიმა სამ ერთად აღებულ იმ ჯარიმასაც კი აჭარბებს, რომელიც აშშ-ში ოდესმე დაუწესებიათ. ასეთი ფაქტები საარჩევნო პროცესს ვნებს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).