თანამომხსენებლები შეშფოთებული არიან - კვირის პალიტრა

თანამომხსენებლები შეშფოთებული არიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა - დანიელმა დეპუტატმა მიკაელ აასტრუპ იენსენმა და ლატვიელმა დეპუტატმა ბორის ცილევიჩმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო. ამასთან, თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ხელს უშლის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას. ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა და თანამომხსენებლები "ქართული ოცნების” ლობისტებად მოიხსენია. მთავრობა მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებს, "ქართული ოცნება" კი ცრუ ბრალდებებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს.