სკანდალური პასუხი - კვირის პალიტრა

სკანდალური პასუხი

ხელისუფლებამ ეუთოს დელეგაციის კრიტიკას სკანდალური პასუხი გასცა: ჯერ “ნაციონალების სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციას კონკრეტული პარტიის ლობისტებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამს ლენინიზმის შესახებ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ თუ მილიორის ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, უმჯობესია, აღარ იყოს თანამდებობაზე. როგორც ჩანს, ამ განცხადებებს ეუთოსგან რეაგირება მოჰყვა, რადგან ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა - რურუამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ნათქვამი ჟურნალისტებმა არასწორად მიაწოდეს მილიორის და მისი კომენტარიც ინტერპრეტირებულია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უდიდეს პატივს სცემს ეუთოს დელეგაციას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).