"ღმერთმა მშვიდობა ინებოს" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა მშვიდობა ინებოს"

"ღმერთმა ინებოს, ეს წელიწადი და მომავალი  იყოს მშვიდობიანი,“ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა და ურთიერთგაგება საქართველოში", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფერისცვალების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ის ადგილი გაიხსენა, როცა პეტრე მოციქულმა უფალს მისი გაბრწყინების შემდეგ მიმართა, თაბორის მთაზე სამი ტალავერი, ანუ სამი კარავი დაედგათ - ერთი უფლისთვის, ერთი წმინდა მოსესთვის და ერთიც წმინდა ილია წინასწარმეტყველისთვის. პატრიარქის განმარტებით, ამით პეტრე მოციქულს სურდა, ეს არამიწიერი ბრწყინვალება და ხილვა გაგრძელებულიყო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).