ისტორიულ ვიზიტს სკანდალი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ისტორიულ ვიზიტს სკანდალი მოჰყვა

ირანში ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის ვიზიტს სკანდალი მოჰყვა. ეს ვიზიტი ისტორიული იყო, რადგან ეგვიპტის პრეზიდენტი ირანში 1979 წლის, ანუ ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ პირველად ჩავიდა. თეირანში სიტყვით გამოსვლისას მურსიმ მკაცრად გააკრიტიკა სირიის რეჟიმი. ირანელმა თარჯიმნებმა კი სიტყვა "სირია" ბაჰრეინით შეცვალეს და ისე გამოვიდა, თითქოს ეგვიპტის პრეზიდენტი ჩაგრულ ბაჰრეინელ ხალხზე ლაპარაკობდა. თარჯიმნების„შეცდომა არც ირანულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა გამოასწორეს. ამას კაიროს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ირანი სირიის რეჟიმს უჭერს მხარს.