რომნიმ ობამას უსაყვედურა - კვირის პალიტრა

რომნიმ ობამას უსაყვედურა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა,“რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ კონკურენტს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ბარაქ ობამას რუსეთთან რბილი პოზიციის გამო უსაყვედურა. რომნიმ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, მოსკოვთან მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს. "ჩვენი მოკავშირეები დიდ ლოიალურობას მიიღებენ, პუტინი კი ჩვენგან ნაკლებ სირბილესა და დიდ სიმტკიცეს დაინახავს", - ამბობს რომნი.