ასადის რეჟიმმა ჟურნალისტი დაატყვევა - კვირის პალიტრა

ასადის რეჟიმმა ჟურნალისტი დაატყვევა

სირიის ხელისუფლებამ ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ ტაისი დააპატიმრა. ტაისი სირიაში აგვისტოს შუა რიცხვებში დაიკარგა და ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მის კვალს ვერ მიაკვლია. თუმცა, სირიაში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბაშარ ასადის ჯარისკაცებმა ჟურნალისტი დამასკოს გარეუბანში მაშინ დაატყვევეს, როდესაც მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის ბრძოლის ვიდეოკადრებს იღებდა. ჩეხი დიპლომატების ცნობით, ჟურნალისტი ცოცხალია. ბაშარ ასადის რეჟიმი კი გაურკვეველი მიზეზით კორესპონდენტის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ინფორმაციით, 2011-2012 წლებში სირიაში 20 ჟურნალისტი მოკლეს.