დაღესტანში შეიხი მოკლეს - კვირის პალიტრა

დაღესტანში შეიხი მოკლეს

დაღესტანში ადგილობრივ მაჰმადიანთა ლიდერი, შეიხი საიდ აფანდი ააფეთქეს. თვითმკვლელი-ტერორისტი ქალი შეიხის სახლში შევიდა და წელზე მიბმული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფანდისთან ერთად მრევლის 6 წევრიც დაიღუპა. ტერორისტი მახაჩყალის დრამატული თეატრის ყოფილი მსახიობი, ეროვნებით რუსი ამინატ ყურბანოვა (საპრიკინა) აღმოჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის სამჯერ იყო გათხოვილი და სამივე ქმარი არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების წევრები ჰყავდა. სავარაუდოდ, ყურბანოვამ ტერაქტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ბოლო ქმარი რამდენიმე თვის წინ სპეცოპერაციისას მოკლეს.