"ნაციონალებმა" ფული უკან დააბრუნეს - კვირის პალიტრა

"ნაციონალებმა" ფული უკან დააბრუნეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" 5 უკანონო შემომწირველის მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობის სანქციის გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მიმართა და მმართველ პარტიას შემომწირველებისთვის ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. სამსახურის ინფორმაციით, ერთ პირთან მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების ნიშნები გამოიკვეთა, რის გამოც საქმე შესასწავლად პროკურატურას გადაეგზავნა. განსხვავებით ოპოზიციური პარტიების შემომწირველებისგან, აუდიტის სამსახურს უკანონო შემომწირველების ვინაობა არ დაუსახელებია. "ნაციონალებს" აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ და ხუთ შემომწირველს 315.000 ლარი უკან დაუბრუნეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).