კალაძე და ბაქრაძე დებატებს გამართავენ - კვირის პალიტრა

კალაძე და ბაქრაძე დებატებს გამართავენ

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პარტიებს 9 სექტემბრიდან დებატების გამართვა შესთავაზა. არ არის გამორიცხული, რომ პირველი დებატები "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერ კახი კალაძესა და "ნაციონალების" სიის ლიდერ დავით ბაქრაძეს შორის გაიმართოს. თავის დროზე, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი დებატებში გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კალაძე მზადაა ბაქრაძესთან დებატებისთვის.