სიებს შსს გადაამოწმებს? - კვირის პალიტრა

სიებს შსს გადაამოწმებს?

პარლამენტარ გია თორთლაძის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ შესაძლოა, "თავისუფლების ქარტიის" ერთ-ერთი მუხლი ამოქმედდეს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შეიქმნას კანონით გათვალისწინებული სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული სიები უნდა გადაუგზავნოს. "თუ აღმოჩნდება სიაში ისეთი ხალხი, დავუშვათ აგენტი ან კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი, ცესკო ვალდებული იქნება, შეატყობინოს ამომრჩეველს", - განაცხადა თორთლაძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები "თავისუფლების ქარტიის" ამ მუხლის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ ეს ნორმა აამოქმედა, შესაძლოა, ეს პარტიებზე ზეწოლად შეფასდეს.