პარტიული სიები - კვირის პალიტრა

პარტიული სიები

1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ცესკოში საარჩევნო სიები ოფიციალურად წარადგინეს. "ნაციონალური მოძრაობის" სიაში პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. "ქართული ოცნების" სიის ლიდერი კი კახი კალაძეა; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სიას სათავეში გიორგი თარგამაძე ჩაუდგა, "ახალი მემარჯვენეებისას" კი დავით გამყრელიძე. სხვა პარტიების სიებსაც, ძირითადად, პოლიტორგანიზაციის თავმჯდომარეები ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ქდმ-ს პარტიულ სიაში არ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია.

დიდი ხანია ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" სიაში არ იქნებოდა კახა შარტავა, სამაგიეროდ, პირველ ოცეულში მოხვდნენ სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი და "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, მე-200 კი, სიმბოლურად, ვახტანგ ხმალაძეა. "ახალ მემარჯვენეებს" ყოველ ათეულში სამი ქალი ჰყავთ.