ივანიშვილის პირობა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის პირობა

"ქართული ოცნება" არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ ხელისუფლებისგან რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს: "დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის

ვარაუდებისა და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა; შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა; დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად; უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი; სამოქალაქო სექტორის შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით".

"ნაციონალური მოძრაობა" ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" სამართლიან არჩევნებში მონაწილეობისთვის კი არა, არჩევნების შემდგომ არეულობისთვის ემზადება.