ოპერაციით ნატოც დაინტერესდა - კვირის პალიტრა

ოპერაციით ნატოც დაინტერესდა

ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებით ნატოც დაინტერესდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავად ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ესწრებოდა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე. ამავდროულად, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სადაც ნათქვამია, რომ ყურადღებით აკვირდებიან ლოპოტის ხეობასა და საზღვრის ზონაში მიმდინარე პროცესებს.