"მოგვიახლოვდა არჩევნები, გავაძლიეროთ ლოცვა" - კვირის პალიტრა

"მოგვიახლოვდა არჩევნები, გავაძლიეროთ ლოცვა"

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოუწოდა მორწმუნეებს, გააძლიერონ ლოცვა.

"აი, მოგვიახლოვდა არჩევნები, გავაძლიეროთ ლოცვა. მივმართავ თხოვნით სასულიერო პირებს, ყოველდღე ჩაატარონ წირვა-ლოცვა და მრევლს, იკითხონ სახარება და ფსალმუნები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რაიმე ცუდი მოხდეს საქართველოში", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ქართველი ერი მრავალჯერ ყოფილა უფსკრულის პირას, მაგრამ ღვთისმშობლის შემწეობით გადარჩენილა.

"მთელი მსოფლიო და მათ შორის - საქართველო ბევრი განსაცდელის წინაშეა. არ უნდა შეგეშინდეთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას საქართველოს, დაიფარავს განსაცდელებისაგან. ჩვენ შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მეოხი იყოს ჩვენი ღვთის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).