სომხურ-აზერბაიჯანულ-უნგრული სკანდალი - კვირის პალიტრა

სომხურ-აზერბაიჯანულ-უნგრული სკანდალი

სომხეთმა აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის გამო უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეაჩერა. საფაროვი 2004 წელს ბუდაპეშტში, ნატოს მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან კურსებზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად სწავლობდა. ის ღამით სომხეთის არმიის ლეიტენანტ გურგენ მარგარიანს მიეპარა და ნაჯახით დაჩეხა. უნგრეთში მას სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს, რამდენიმე დღის წინ კი აზერბაიჯანს გადასცეს იმ პირობით, რომ საფაროვი სასჯელს ბაქოში მოიხდიდა. თუმცა აზერბაიჯანში მას, როგორც გმირს ისე შეხვდნენ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი საფაროვი შეიწყალა. ერევანში ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა.  სომხეთმა საფაროვის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გამო უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერა, ბუდაპეშტმა კი ბაქოს პროტესტი გამოუცხადა.