ნეთანიაჰუს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ - კვირის პალიტრა

ნეთანიაჰუს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ

ისრაელში პოლიტიკური სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც გაზეთმა "ედიოტ ახრონოტმა" ქვეყნის "უსაფრთხოების კაბინეტის" სხდომის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ისრაელის სპეცსამსახურებმა ირანთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია ვერ შეიმუშავეს. საგაზეთო მასალამ პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აღშფოთება გამოიწვია და იმის დასადგენად, თუ ვისგან გაჟონა პრესაში ინფორმაციამ, სხდომაზე დამსწრეების შემოწმება სიცრუის დეტექტორზე მოითხოვა. საპასუხოდ, ისრაელის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ პოლიტიკური მიზნებით,  ჟურნალისტებს საიდუმლო ცნობებს ფარულად თავად ნეთანიაჰუ აწვდის და სიცრუის დეტექტორზე შემოწმება პირველ რიგში პრემიერმა უნდა გაიაროს. ნეთანიაჰუმ შოფაზის განცხადებას აბსურდი უწოდა.