"ნაციონალების" ყრილობა - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" ყრილობა

8 სექტემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ღონისძიება გაიმართა თბილისში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ქუთაისში,  ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, რუსთავსა და თელავში. ახალციხის, მცხეთის და ამბროლაურის გარდა, ყველა ქალაქში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. სადაც პრეზიდენტი ვერ მივიდა, იქ შეკრებილებს "ნაციონალების" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ და პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მიმართეს. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას იმ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყნის წარსულში დაბრუნებას გამოიწვევს. "ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს, ბანდიტებსა და სამშობლოს გამყიდველებს. მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ვინც უნდა გამოგვიგორონ, ქართველი ხალხი არ მოტყუვდება, 1-ლი ოქტომბერი ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალებაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისში, სპორტის სასახლეში დასრულდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).