NDI -ს ახალი რეიტინგები - კვირის პალიტრა

NDI -ს ახალი რეიტინგები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (ნდი) NDIახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%; არ ვიცი - 22%, არც ერთს - 3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა. ასევე, კვლევის მიხედვით, საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად "ნაციონალების" კანდიდატს 27% ისურვებდა, 12% - ბიძინა  ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს,  4%  - ისევ მიხეილ სააკაშვილს,  3% - გიორგი თარგამაძეს, 2% - არც  ერთს,  28%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 21% პასუხზე უარს აცხადებს. კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რესპონდენტთა 91%-მა დაასახელა, 62%-მა - ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი - 61%-მა, გიგი უგულავა - 58%-მა, დავით ბაქრაძე - 55%-მა, გიორგი თარგამაძე - 49%-მა, ინგა გრიგოლია–- 41%-მა, ბიძინა ივანიშვილი - 39%-მა.