სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა - კვირის პალიტრა

სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნეს და  მოითხოვეს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება 1-ლი ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს მიეცეთ. კერძოდ, 1-ლი ოქტომბერი ორშაბათი დღეა. საქართველოში ეს დღე უქმედ გამოცხადდება, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის 1-ელ ოქტომბერს უქმედ არავინ გამოაცხადებს. შესაბამისად, იქ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, შესაძლოა, ვერ მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ არჩევნების დღის შეცვლას კანონი არ ითვალისწინებს. ხელისუფლება უცხოეთში მყოფებს ურჩევს - ხმა სამსახურის დაწყებამდე მისცენ (ვრცლად იხ. გვ. 7).