"ეს შენ გეხებას" მოთხოვნა - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხებას" მოთხოვნა

კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ Must Carry-ს და Must Offer-ის პრინციპების მოქმედება საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს. კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრინციპების მოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საქმეში, თუმცა ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდული რჩება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სატელიტური თეფშების სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაყადაღების ფაქტი. "ეს შენ გეხებას" მონაწილეები ხელისუფლებისგან ანტენებზე ყადაღის მოხსნას და არჩევნების შემდეგ Must Carry-ს და Must Offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას მოითხოვდნენ.