ფულე და ეშტონი შეშფოთებული არიან - კვირის პალიტრა

ფულე და ეშტონი შეშფოთებული არიან

ევროკომისარი შტეფან ფულე და კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ერთობლივი  განცხადებით მიმართავენ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, უზრუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და ჯანსაღი მედიაგარემო. "ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით. ხაზს ვუსვამთ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკისრია, რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და შესაბამისად, ლეგიტიმურობა. აუცილებელია, საარჩევნო კანონმდებლობა დაცული და ისე იქნას გამოყენებული, რომ ხელი შეუწყოს ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი და პასუხისმგებლიანი გარემო არჩევნებისთვის, თავი შეიკავონ გამომწვევი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ისედაც დაძაბულ მდგომარეობას გააუარესებს და არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.