ნორლანდი მუშაობას შეუდგა - კვირის პალიტრა

ნორლანდი მუშაობას შეუდგა

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი თბილისში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. "ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება, უკეთ გავერკვე მნიშვნელოვან ცვლილებებში, შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს, მოვისმინო შეხედულებები იმის შესახებ, რა ხდება ამ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. საქართველოში ჩამოსვლამდე რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ომის ეროვნული კოლეჯის მეთაურის მოადგილე იყო; 2007-2010 წლებში იგი უზბეკეთში აშშ-ის ელჩად მსახურობდა; 1993 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის საქართველოს მისიაში აშშ-ის წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.