მაკკეინის ვიზიტი - კვირის პალიტრა

მაკკეინის ვიზიტი

ამერიკელ სენატორთა დელეგაციამ, რომელსაც ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან გამართა. ივანიშვილი მაკკეინის ვიზიტამდე აცხადებდა, რომ სენატორს მიხეილ სააკაშვილზე აზრს შეაცვლევინებდა. მოახერხა თუ არა ეს "ქართული ოცნების" ლიდერმა, უცნობია. თავად ივანიშვილის განცხადებით, ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი მასზე ამბობს, თითქოს კრემლის აგენტი იყოს, სიცრუეა. მაკკეინის თქმით, "ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მისი გვჯერა". ამერიკული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქდმ-ის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და პრეზიდენტს. "ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში", - განაცხადა მაკკეინმა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, აწუხებს ის, რომ შესაძლოა დაიწყოს დავა არჩევნების შედეგებზე. მაკკეინის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).