ამბასადორიალი თბილისში - კვირის პალიტრა

ამბასადორიალი თბილისში

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მისიების ხელმძღვანელების შეკრება - ამბასადორიალი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის 2013 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ქართველ დიპლომატებთან ერთად, ამბასადორიალის მუშაობაში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, პოლონეთის, შვედეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა უცხოელი სტუმრები. ამბასადორიალზე მნიშვნელოვანი განცხადებებიც გაკეთდა. მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო შეთანხმება სექტემბერში ამოქმედდება. გაეროში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით კი, 2013 წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება დასრულდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).