არჩევნები დემოკრატიისთვის ტესტი იქნება - კვირის პალიტრა

არჩევნები დემოკრატიისთვის ტესტი იქნება

"ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის", - განაცხადა საქართველოში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, - იმედია, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე გრძნობს პასუხისმგებლობას. საქართველო დგას რეფორმების გზაზე, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს გზა საქართველოს ნატოს წევრობამდე მიიყვანს. მისივე თქმით, თუ 2008 წლის აგვისტოს ომის მიზანი ნატოს გაფართოების შეფერხება იყო, მაშინ ეს გეგმა ჩავარდა. ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, განაგრძონ რეფორმებსა და ინტეგრირებაზე მუშაობა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).