"იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ " - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ "

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ სამშვიდობო გზაზე გავალთ. ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობასა და კეთილდღეობას", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოლნისში, ეპარქიის მოსალოცად ყოფნისას. პატრიარქმა ბოლნელი ეპისკოპოსის, ეფრემის ღვაწლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი ხელით აღადგინა ბოლნისის წმინდა ეპარქია.  "დაუღალავი შრომისა და გაციებული კერის აღდგენისთვის" პატრიარქმა ეპისკოპოსი ეფრემი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მთავარეპისკოპოსმა უწმინდესს ბოლნური ჯვარი უსახსოვრა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).