ხანძარმა 247 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ხანძარმა 247 კაცი იმსხვერპლა

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში სამკერვალო ფაბრიკაში ხანძარს 247 კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა. შენობის პირველ სართულზე მყოფმა მუშებმა თავის გადარჩენა იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ფანჯრებზე გისოსები იყო. მეხანძრეები ცეცხლს 15 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ფაბრიკის მფლობელსა და ტოპმენეჯერებს სამსახურებრივი დაუდევრობისა და მკვლელობის ბრალდებები წაუყენეს.