კატალონია დამოუკიდებლობას მოითხოვს - კვირის პალიტრა

კატალონია დამოუკიდებლობას მოითხოვს

ბარსელონელებმა კატალონიის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. დაახლოებით ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით "კატალონია - ახალი სახელმწიფო ევროპაში". ეს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ისტორიაში ერთ-ერთი ხალხმრავალი აქცია იყო. დემონსტრაციის მონაწილეებმა ესპანეთის დროშაც დაწვეს. მათი თქმით, კატალონია მადრიდისთვის მეწველ ძროხად გადაიქცა და უფრო მეტი შეაქვს ესპანეთის ბიუჯეტში, ვიდრე იქიდან იღებს.