მუჰამედის სახელით - კვირის პალიტრა

მუჰამედის სახელით

აშშ-ში გადაღებულმა ფილმმა "ისლამის უცოდველობა" მუსლიმანური სამყაროს მწვავე რეაქცია გამოიწვია. ფილმი წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრების ალტერნატიულ ისტორიას ასახავს, რაც მუსლიმანებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ლიბიაში, ინდონეზიაში, იემენში, ეგვიპტეში, სუდანში, ირანსა და ტუნისში ანტიდასავლური დემონსტრაციები დაიწყო, რაც აშშ-ის და შემდეგ ევროპული ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმაში გადაიზარდა.

ყველაზე მძიმედ მოვლენები განვითარდა ლიბიაში, სადაც რადიკალმა ისლამისტებმა ბენღაზში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმისას ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და სამი დიპლომატი მოკლეს. აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ ტუნისშიც, სუდანში ბრიტანეთისა და გერმანიის დიპლომატიურ უწყებებზეც მიიტანეს იერიში, ეგვიპტეში კი აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენჯერმე შეტაკება მოხდა. აშშ-მა მუსლიმანურ ქვეყნებში საელჩოების დაცვა გააძლიერა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).