"საჩუქარი" მერიისგან - კვირის პალიტრა

"საჩუქარი" მერიისგან

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ფასდაკლების სისტემა ამოქმედდა. მისი მიხედვით, მგზავრები პირველ ჯერზე 50 თეთრს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებენ. მერიის ცნობით, ვებგვერდზე www.chemitbilisi.com განთავსებულმა ამ იდეამ ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა.

თუმცა, ვებგვერდზე არ იყო მითითებული კიდევ ერთი სიახლის, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ძველი ფასდაკლების სისტემა გაუქმდებოდა. საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის წესის ამოქმედებისთანავე, გაუქმდა ძველი, რომლის მიხედვითაც 24 საათის განმავლობაში პირველი მგზავრობისას მოქალაქეები 50 თეთრს, მეორე მგზავრობისას - 30 თეთრს, მესამედ და შემდეგი მგზავრობისას კი 20 თეთრს იხდიდნენ.