იშხნის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა - კვირის პალიტრა

იშხნის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის დავით ხოშტარიას ინფორმაციით, თურქულმა კომპანია "ანფორამ" იშხნის ტაძრის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა.

თურქულმა კომპანიამ იშხნის სარესტავრაციო პროექტი ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. ხოშტარიამ ამ ფაქტს სასიხარულო უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელიც ქართულ მხარეს აღელვებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული გეოლოგიური, ფუნდამენტის კონსტრუქციული, არქეოლოგიური და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები. გადაუწყვეტელია ტაძრის მოხატულობის საკითხიც. ხოშტარიას განცხადებით, თურქული მხარე პირობას იძლევა, რომ რეაბილიტაციისას ტაძრის მხატვრობას არ შეეხებიან.