"ფორსას" კვლევები - კვირის პალიტრა

"ფორსას" კვლევები

გერმანულმა კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საზოგადოება "ფორსამ" 17-30 აგვისტოს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 49% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 43% - "ნაციონალურ მოძრაობას", 6% - ქდმ-ს, სხვა პარტიებს კი - 2%. "ფორსას" მონაცემებით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნდობას რესპონდენტთა 89% უცხადებს, მეორე ადგილზეა ქართული არმია - 74%, მესამეზე კი შსს - 65%.