ტომას მელიას პრინციპები - კვირის პალიტრა

ტომას მელიას პრინციპები

აშშ-ის უწყებათაშორისმა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტისას მხარეებს მისცა რეკომენდაცია, რომ საარჩევნო პროცესში ყველა პარტიამ კანონის სრული დაცვით მიიღოს მონაწილეობა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტომას მელიამ საარჩევნო პროცესის სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელი პრინციპები დაასახელა: თანაბარი საარჩევნო ველი, კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება, ფუნდამენტური უფლებების, მშვიდობიანი დემონსტრაციების პატივისცემა, მასმედიის ხელმისაწვდომობა, კონსტრუქციული ჩართულობა.

"იმედია, პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ძალადობისგან, ასევე სამართალდამცავები იმოქმედებენ პროფესიონალურად, რათა არჩევნები და მისი შემდგომი პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს", - აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ აშშ არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს და არჩევნების შემდეგ ნებისმიერ მთავრობასთან ითანამშრომლებს.