ნატოს დიპლომატებმა წინასაარჩევნო გარემო გაიცნეს - კვირის პალიტრა

ნატოს დიპლომატებმა წინასაარჩევნო გარემო გაიცნეს

ნატოში ლიტვის ელჩი კესტუტის იანკაუსაკი, ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი და პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაი მიარკა საქართველოში ვიზიტისას წინასაარჩევნო გარემოს გაეცნენ. დიპლომატები შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს და ქვეყანაში არსებული მედიაგარემოთიც დაინტერესდნენ.

ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის თქმით, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, რამდენი ტელევიზია მუშაობს, რამდენად მნიშვნელოვანია სატელიტური ანტენებით სიგნალის გავრცელება და რამ განაპირობა ანტენების დაყადაღება. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იქნება. ლაური ლეპიკის განცხადებით კი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი საკონსტიტუციო ჩარჩოებში დარჩეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).