"ღვთის მადლი უნდა შევინარჩუნოთ" - კვირის პალიტრა

"ღვთის მადლი უნდა შევინარჩუნოთ"

"ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მითხრეს, რომ გამოკითხვების მიხედვით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის პატრიარქს ენდობიან", - ბრძანა სიონის ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და დასძინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულია. "ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა. ეს ნიშნავს ღვთის მადლსა და წყალობას ჩვენზე. ეს მადლი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ძვირფასი საუნჯე", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ახალგაზრდებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა მომავალზე, იფიქრონ, რისი გაღება შეუძლიათ, რა არის მათი შეწირულობა მეცნიერებაში, საქმესა და ლოცვაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).