7 ნოემბრის საპროტესტო აქცია - კვირის პალიტრა

7 ნოემბრის საპროტესტო აქცია

7 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოეწყო, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა. აქციაში მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ სააკაშვილის რეჟიმის საბოლოო დასრულებამდე".

საპროტესტო შეკრებაში 5000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ საგანგებოდ აღმართულ სიმბოლურ კედელზე ხელის ანაბეჭდები და ხელმოწერები დატოვეს. შემდეგ კი ანთებული სანთლებით ხელში ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს.

საპროტესტო აქციაზე  მიიღეს რეზოლუციის ტექსტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ძალადობის სასტიკი ფორმითა და აკრძალული იარაღის გამოყენებით დაარბია ტელეკომპანია "`იმედი~. სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს რეპრესიები; ასევე, გათავისუფლდეს მედია ხელისუფლების წნეხისგან, აღდგეს საკუთრების უფლებაწართმეულ ტელეარხებზე და ტელეკომპანია "`იმედი~' დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის", - ნათქვამია რეზოლუციაში.