ასადის თავში 25 მილიონს იხდიან - კვირის პალიტრა

ასადის თავში 25 მილიონს იხდიან

სირიელმა ამბოხებულებმა პრეზიდენტ ბაშარ ასადის თავი 25 მილიონ დოლარად შეაფასეს. "სირიის თავისუფალი არმია" ზუსტად ამ თანხას გადაუხდის მას, ვინც მკვდარ ან ცოცხალ ასადს გადასცემს. ფულს უშუალოდ ეგვიპტეში მცხოვრები სირიელი ბიზნესმენი იხდის, რომელიც მეამბოხეებს ხშირად აწვდის იარაღსა და აღჭურვილობას. ბოლო მონაცემებით, სირიაში სამოქალაქო ომს უკვე 20 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.