ამერიკელებს მონიტორინგზე უარი უთხრეს(?!) - კვირის პალიტრა

ამერიკელებს მონიტორინგზე უარი უთხრეს(?!)

ამერიკულ მონიტორინგის ჯგუფს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებაზე ცესკომ უარი უთხრა. როგორც  ამერიკულმა ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" აღმასრულებელმა  დირექტორმა ბრაიან მეფორდმა განმარტა, ცესკომ უარის მიზეზად ორგანიზაციის მხრიდან არასაკმარისი ინფორმაციის წარდგენა დაასახელა. "ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან, წლების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული დემოკრატიული პრინციპებიდან და ინსტიტუტებიდან გადახვევას ნიშნავს," - მიიჩნევს მეფორდი. ამერიკელებმა აღნიშნეს, რომ  ცესკომ აკრედიტაცია მიანიჭა ბელორუსის დელეგაციას, "რომელიც ოფიციალურად აღიარებულია, როგორც უკანასკნელი დიქტატურა ევროპაში" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).