"იმედის" ყოფილი თანამშრომლები სტრასბურგში ჩივიან - კვირის პალიტრა

"იმედის" ყოფილი თანამშრომლები სტრასბურგში ჩივიან

"იმედის" ყოფილი თანამშრომლების, მათი ადვოკატებისა და სახალხო დამცველის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებისთვის 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურებისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის მოთხოვნით, სარჩელი ევროპის სასამართლოში შევა. ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" გაუწევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველ სასამართლოში გამართულ პროცესამდე მივა.