ემიგრანტები დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

ემიგრანტები დაბრუნდნენ

ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში დაბრუნდნენ. ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ჯერ სტამბოლში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრნენ. მათ სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ინფორმაციის წყარო დახშული არ უნდა იყოს. არსებული ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სთხოვენ დოკუმენტს, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანაში მათი ყოფნა დასტურდება. ბევრი ქართველისთვის მისი წარდგენა ძნელია. ზოგ ქვეყანაში კი პრობლემებია საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით. ემიგრანტები სამართლის პოვნას სამშობლოში ცდილობენ, თუმცა ჯერ უშედეგოდ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).