სააკაშვილმა ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში კოალიციის მორიგ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, - "სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს, თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა". მისივე თქმით, მომხდარით სააკაშვილიც შეშფოთებულია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციამ გაჟონა. "ეს სიმხეცე სააკაშვილმა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა და ხელისუფლების წარმომადგენლები მიყოლებით თავს იმართლებენ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ.  ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადადგომა. ბზარი გაუჩნდა ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს. ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა - პირველი ოქტომბერი. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ და იმიტომ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება", - დასძინა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).