ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზნით, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება. მისი თქმით, "ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი".

"ეს ინფორმაცია ვახო კომახიძეს მიაწოდა ინფორმირებულმა წყარომ. წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის მიზანი, ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, როგორ ამზადებენ "სამშობლოს მტრები" ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს. ხელისუფლება ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება". - განაცხადა სუბარმა.