მიმართვა დასავლეთს - კვირის პალიტრა

მიმართვა დასავლეთს

სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლები დასავლურ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს აეკრძალოთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა. "მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, მაგალითად,  ე.წ. მაგნიტსკის საქმე და როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები", - ნათქვამია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართვაში, რომელიც პატიმრების წამებაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).