დასავლეთი შეძრწუნებულია - კვირის პალიტრა

დასავლეთი შეძრწუნებულია

საქართველოში პატიმრების წამებამ საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება გამოიწვია. "ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას.

ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.  ევროკავშირის განცხადებით, ეს ორგანიზაცია შეძრწუნებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი კადრებით: "პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია". პატიმართა წამების ფაქტებს შემაძრწუნებელს უწოდებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონიც: "გაუსაძლისი სისასტიკე მოხდა ქვეყანაში, რომელიც ევროსაბჭოს წევრია". ანალოგიური განცხადება გაავრცელა გაერომაც (თემის გაგრძელება იხ. გვ. 34-35).