გლდანის ციხე - კვირის პალიტრა

გლდანის ციხე

საქართველოში დაწყებული მღელვარების ერთ-ერთი ეპიცენტრი გლდანის მე-8 საპყრობილე იყო. ციხესთან, სადაც საზარელი დანაშაულის დიდი ნაწილი ხდებოდა, სტუდენტები, პატიმრების ოჯახების წევრები, მშობლები და ჟურნალისტები  24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხეში ჟურნალისტები რამდენჯერმე შეიყვანა და პატიმრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბარათების გადაცემა მოახერხეს. "გვჭამენ ვამპირები, გვიშველეთ"; "გვეუბნებიან, ჩაწყნარდება ყველაფერი და დაგლეწავთო"; "გვიშველეთ ყველას", "აქ ჩვენი უფლებები ირღვევა"", - წერია ბარათებში. პატიმრების თქმით, პირები, რომლებიც მათ წამებაში მონაწილეობდნენ, კვლავ მუშაობენ.  ციხის მესამე კორპუსში მყოფმა პატიმრებმა 22 სექტემბერს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).